Monday, June 17, 2019


სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ  ზედა გორას სკოლა
მასწავლებელი  -- მანანა ვაშაყმაძე
საგანი--- ხელოვნება.
 -- VIII კლასი--
                         ა ნ გ ა რ  ი შ ი
 ჯგუფში  ორი მოსწავლეა, ერთი გოგონა და ერთი ვაჟი. მე ამ ჯგუფის ხელოვნების მასწავლებელი  პირველად ვარ, ისინი აქამდე სხვა მასწავლებელთან იყვნენ და, ამიტომ ჯერ-ჯერობით სრულად არ გამომივლენია მათი შესაძლებლობანი  და უნარ-ჩვევები.
ბავშვები კარგი აკადემიური მოსწრებით გამოირჩევიან, თუმცა  გოგონას უფრო მეტი ფანტაზიის და წარმოსახვის უნარი აქვთ, უფრო უკეთ ხმარობს ფანქარს და ფუნჯს,. ზოგჯერ ბავშვები თავად მთავაზობენ იდეებს,  რომელიმე დღესასწაულთან დაკავშირებით, ახლობელისათვის რაიმე სუვენირის გასაკეთებლად. მერვე კლასის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების  გაკვეთილებით სტანდარტით მისაღწევ შედეგებში, პროგრამით გათვალისწინებული აუცილებელი აქტივობები ჩემს მიერ ყველა გათვალისწინებული და გამოყენებული მაქვს. ბავშვები კარგად ერკვევიან მიდინარეობასა და ჟანრებში, ფლობენ ინფორმაციას არქიტექტურაზე , ძველი კუტურის ცენტრების შესახებ ერკვევიან ოქრომჭედლობისა და დიზაინის შესაძლებლობებზე  არსებულ ინფორმაციაში,  აზავებენ და იღებენ ახალ ფერებს.
მოსწავლეები  გამოირჩევიან დიდი ფანტაზიით, თავადაც  ქმნიან და იციან რა არის პორტრეტი,  ნატურმორტი, პეიზაჟი.  ჩვენ შემაჯამებელი სამუშაოებიც ჩავატარეთ, რაც კი გათვალისწინებული  იყო ეროვნული სასწავლო პროგრამით და შედეგით უკმაყოფილონი არც ერთი მხარე არ დავრჩენილვართ.
რამდენჯერმე რესურის გამო   პრობლემებიც შეგვიქმნა,  მაგრამ  მომავალში ყველაფერს აუცილებლად გავითვალისწინებთ.
2019 წელი


No comments:

Post a Comment