სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა გორას
საჯარო სკოლა
სახვითი და გამოყენებითი
ხელოვნების მასწავლებელი
მანანა ვაშაყმაძე
პედაგოგიური კვლევა
„მუზეუმი მრავალ მხრივი
ცოდ ნის ტაძარი“.
(მისი მნიშვნელობა
და როლი სასწავლო პროგრამებში, ძიება საუკეთესო შედეგებზე გასასვლელად)
წარმოდგენილი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა განხორციელდა
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა გორას საჯარო სკოლაში, ამავე სკოლის სახვითი და გამოყენებითი
ხელოვნების მასწავლებლის მანანა ვაშაყმაძის მიერ.
კვლევა მიმდინარეობდა 2018 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის
მაისის ჩათვლით. ამისათვის შერჩეული იქნა მე-6 კლასისა
და მაღალი კლასისს მოსწავლეები.
კვლევის წარმატებით და შედეგიანად წარმართვას ძალიან შეუწყო ხელი ამავე სკოლის პედაგოგიურმა კოლექტივმა,
მათმა თანამშრომლობითმა ურთიერთობამ.
საკვლევ თემად შევარჩიე საიტერესო საკითხი: „მუზეუმი
მრავალმხრივი ცოდნის ტაძარი“. (მისი მნიშვნელობა
და როლი სასწავლო პროგრამებში, ძიება საუკეთესო შედეგებზე გასასვლელად)
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში
რეფლექსია
თითოეული პედაგოგი, ვინც ყოველდღიურ ძიებაშია ცდილობს
ახალ-ახალი გზები და ხერხები გამონახაოს, რათა უფრო ეფექტურად და პროდუქტიულად, ხალისიანად
წარმართოს საასწავლო პროცესი. მე ჩემი საქმიანობა სასკოლო ცხოვრებასა და მუზეუმს შორის მჭიდრო ურთიერთკავშირზე და სასწავლო პროცესთან იტეგრირებაზე, ერთ-ერთ მნიშვნელოვან
რესურსად წარმომიდგენია.
*რატომ ავირჩიე მუზეუმი?
*რაში შეიძლება ის დაეხმაროს მოსწავლესა და მასწავლებელს?
*არის კი ჩემს პატარა რაიონში საამისო ბაზა-რესურსი?
პირველ რიგში ამ საკითხით დაინტერსებისაკენ ჩემმა პროფესიულმა და სამსახუროებრივმა გამოცდილებამ მიბიძგა. მე მრავალი
წელია ეროვნული მუზეუმის ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში
ვმუშაობ გიდად. ამ ხნის მანძილზე საქრთველოს რეგიონების უამრავ მასწავლებელსა და მოსწავლეებთან
მომიწია მუშაობა. და მეორე კითხვის პასუხიც:
„მუზეუმი არ არის ფუფუნებისა და ამაოების საგანთა
უსარგებლო თავმოყრა-შეკრება. მუზეუმი უნდა იქცეს უდიდესი მნიშვნელობის სკოლად,
სადაც აღმზრდელები წაიყვანენ აღსაზრდელებს, მამები-შვილებს. ახალგაზრდები გენიოსთა
ნამუშევრების ხილვისას შეიგრძნობენ, თუ მეცნიერების, ან ხელოვნების რომელ სახეს ირჩევს მათი ბუნება“. ეს სიტყვები ცნობილი ფრანგი მხატვრის
ჟაკ ლუი დავიდის გამოსვლიდანაა საფრანგეთის
ეროვნული კონვენტის სხდომაზე. (ჟ. ლ. დავიდი 1748-1825)
სიტყვა „ მუზეუმი“ ,წარმოდგება ძველი ბერძნული სიტყვიდან,
ძველი ბერძნები ასე ეძახდნენ მუზების - ხელოვნებისა
და მეცნიერების მფარველი ღვთაებების ტაძარს. ეს პოეტური სახელწოდება მართლაც ძალიან ზუსტია- მუზეუმი ხომ ხელოვნების
და ცოდნის ტაძარია, რომლის მეშვეობითაც წინაპართა ცხოვრებას, მათ ნააზრევსა და ნახელავს
ვეცნობით.
მეექვსე, მეშვიდე
კლასთან მუშაობისას, სასწავლო პროგრამაში
უამრავი მასაალა რაც პირდაპირ კავშირშია მუზეუმთან. ბავშვებს თითქმის არ ჰქონიათ შეხება,
არქეოლოგიურ გათხრებთან, არ უნახავთ რესტავრაციის პროცესი,კოლხური ოქრომჭედლობის უნიკალური
სამკაულები, წარმოდგენა არა აქვთ ექსპონატთა
შენახვა- ევაკუაციის და ახალი გამოფენის მოწყობის პროცესზე. არ იცოდენ რამდენი პროფესიის
ადამიანი მუშაობს მუზეუმებში და როგორ კვლევებს ატარებენ ისინი.
რადგან
მე ძალიან მარტივად და იოლად მიმიწვდებოდა ხელი იმ უამრავ მასალაზე , რაც დაცულია ვანის
არქეოლოგიურ მუზეუმში და შემიძლია ვითანამშრომლო ორივე მხარესთან, გადავწყვიტე ამ საკითხების სიღრმისეულად შესწავლა
და იმის კვლევა, თუ რამ გამოიწვია ინფორმაციის
ნაკლებობა.
ჩემს პატარა რაიონში საამისო ბაზა-რესურსი?...
არის
და მერე როგორ არის... მრავალ დიდ რეგიონს შეშურდება...ძველი კოლხეთის უნიკალურ გათხრებზე და მის მუზეუმში ხომ
ხელოვნების უბრწყინვალესი ნიმუშებია წარმოდგენილი.
მეექვსე კლასისა და ზედა ჯგუფის მოსწავლეები თითქმის
ყველა იმ საკითხს( ანტიკური სამყარო და საქართველო, ძველი ქართული საცხოვრისი, კოლხური
ოქრომჭედლობა, ქანდაკება კონტრასტული ფერები, არქიტექტურა, და სხვ.) გაივლიან, რომელა შესახებაც მუზეუმში შეუძლიათ მოისმინონ და მიიღონ ამომწურავი ინფორმაციაც, საკუთარი თვალითაც ნახონ ეს ყოველივე და საკუთარი
ხელებით შეეხონ , იგრძნონ, შეიყვარონ და გაითავისონ ყველაფერი.თუმცა მალე გამოიკვეთა
რომ, სამწუხაროდ ამას არავინ აკეთებს გარდა მცირე გამონალკისისა.
სანამ კვლევას შევუდგებოდით, მეექვსე კლასელებმა იმუშავეს
პროექტზე „ქანდაკება და მისი სახეები“.
ამ პროექტის კეთებისას მიზნად დავისახეთ პირველ რიგში,
ვანში აღმოჩენილი ანტიკური ქანდაკებების შესწავლა. ხოლო განხილვის შემდეგ ზოგადად ქადაკებების
სახეობებზე , მათი დამზადების ტექნოლოგიაზე და იმ ტერმინოლოგიებზე გაგვემახვილებინა
ყურადღება, რაც დაკავშირებული იქნებოდა ქანდაკებასთან.
ბავშვები ძალიან დააინტერესა აღნიშნულმა საკითხმა. ისინი
დიდი მონდომებით და გულმოდგინედ შეუდგნენ მუშაობას. ამ პროექტის მიზანი იყო, ზოგადად
ქანდაკების დამზადების, სახეობების, მათი გათავსებისა და შექმნის მნიშვნელობაზე ცოდნის შეძენა, ინტერსის
გაჩენა, მოქანდაკეობისადმი. პროექტის მსვლელობისას პატარა ხრიკს მივმართე, რათა ისინი კიდევ უფრო დამეიტრიგებინა.
ანტიკური ვანის უნიკალური მონაპოვრის, „აპოლონის“
ქანდაკების შესახებ მასალის შესწავლით მივეცი მითითება და დავაწყებინე ძიება. ინტრიგა
კი ის იყო,
რომ ეს ქანდაკება
ჩემს თვალწინ აღმოჩნდა, ვუამბე მათ, რომ მუზეუმში გადმოტანის შემდგომ მისი
გაწმენდა მიწისგან მე დამავალეს.
რომ მას ზედმეტსახელიც მუზეუმში (
„ვასიკო“) მოვუფიქრე..., ათასი კითხვა
დამაყარეს.
ამ მეთოდმა ნამდვილად გაამართლა: განა ბევრია ქვეყანაში
ხელოვნების ისეთი მასწავლებელი, რომელმაც „თავისი თვალით ნახა სამუზეუმო ექსპონატების
მიწიდან ამოღება“ -ეს მათი სიტყვებია. ბავშვები ხალისით მუშაობდნენ, რა არ გააკეთეს, რა ინფორმაცია არ მოიძიეს. პრეზენტაციაც
გავმათეთ და კედლის გაზეთიც გამოვუშვით.
ამ პროექტზე მუშაობისას ნათლად გამოიკვეთა თუ როგორ
ითვისებენ მასალას, როცა ინფორმაციას გარდა წიგნისა, სხვა გზებითაც“ ღებულობენ. მათ
ჰქონდათ ამის საუკეთესო შანსი ჩემი და ჩემი
მუზეუმის სახით, ამიტომ ცხადია, ამ შანს ხელიდან ვერ გავუშვებდი.
ამის შემდეგ განვსაზღვრე თემა და პრიორიტეტებიც დავსახე ბლუმის
ტაქსონომიის მიხედვით.
|
დღიურში ვაწარმოებდი ჩემი კვლევის მიმდინარებას,ანკეტირებას,
ყველა ფაზას აღვრიცხავდი.
საკვლევი თემის კითხვები
1.ჩემი პედაგოგიური და გიდის პრაქტიკიდან გამომდინარე,რომელი
საკითხი უნდა წამომეწია წინ და რატომ?
2.რა დაბრკოლებები შეიძლება შემხვდეს მუშაობისას?
3.მაქვს კი საკმაო რესურსი ამის მისაღწევად?
4.როგორი იქნება მოსწავლეების რეაქცია და ინტერსი?
5.რამდენად გაამართლებს და ნაყოფიერი იქნება კვლევის
შედეგები.
6.როგორი იქნება კოლეგების მხრიდან რეაქცია, თანადგომა?
შესავალი
მოსწავლეების
დაიტერსება მუზეუმებით, როგორ ესმით მათ ტერმინი „მუზეუმი ცოდნის ტაძარი“, გარდა ხელოვნების
ნიმუშებით ტკბობისა კიდევ რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა ეპოქისა და კულტურის ხელოვნების
ნიმუშების გაცნობას.
შესაძლოა ბევრი
ყოფილა კიდეც მუზეუმებში, დაუთვალიერებია იქ გამოფენილი ექსპონატები, მოუსმენია ექსკურსიამძღოლის
ლექციისთვის, მაგრამ ერთი ლექცია მაქსიმუმ 1-2 საათი გაგრძელდეს და სრულად მაინც ვერ მიიღოთ სასურველი
ინფორმაცია, თანაც ამით არ ამოიწურება მუზეუმის დანიშნულება. აქ კიდევ უამრავი რამაა,
რასაც დამთვალიერებელი ჩვეულებრივ ვერც კი ამჩნევს. არადა ამ საკითხებით დაინტერესება-
შესწავლა მეტად მნიშვნელოვანია.
მუზეუმში
წარმოდგენილი ექსპონატები საჭიროებენ კვლევებს, დაცვას, საჭიროა მათი ასაკის, ნამდვილობის
დადგენა. ამ ნივთებით ხდება კავშირების დადგენა ქვეყნის ისტორიასთან, პოლიტიკური, კულტურული,
სავაჭრო და ეკონომიკური სიღრმეების კვლევა. უძველესი ექსპონატების ზეგავლენა ადამიანების
ესთეტიკური და ინტელექტუალური დონის ამაღლებაში.
ნაშრომის
მიზანია, გამოვიკვლიოთ და გავაანალიზოთ მუზეუმის როლი და მისი იტეგრაციის საკითხი სკოლასთან
და შესაბამისად ხელოვნების, ისტორის და ქართულის ენის გაკვეთილებთან, ეფექტიანი სწავლება
სამუზეუმო სივრცეში.
- მოსწავლეებისათვის საყვარელი და საინტერსო საკითხების
დადგენა.
-სამუზეუმო სივრცეში მათი პრიორიტეტული მიმართულებების გაცნობა-წარდგენა.
-რამდენად ეფექტურია სწავლება საექსპოზიციო დარბაზში,
„ცოცხალი’“ ნიმუშების გვერდით.
-რამდენად შთმბეჭდავია არქეოლოგიური გათხრებში მონაწილეობა
და რაშია ამ პროცესის კრეატიულობა სწავლებისას.
-მათთვის სრულიად უცხო და ნაკლებად ცნობილი პროფესიების
პოულარიზაცია (რესტავრატორი, ქიმიკოსი, არქიტექტორი, არქეოლოგი)
-მოსწავლეებს მიეცეთ მეტი, განსხვავებული და არა მოსაწყენი
ინფორმაცია.
-აიმაღლონ და
მიიღონ მრავალმხრივი ცოდნა, მსჯელობის, კრიტიკული აზროვნებისა და საკუთარი შეხედულებების
არგუმენტირებულად დაცვის უნარი.
და ბოლოს
გემოვნების, სილამაზის აღქმა დანახვის, შეფასების უნარის განვითარება, შეძენა.
სამიზნე ჯგუფი
სოფელ ზედა გორას საჯარო სკოლის მე-6 - მე-9
კლასების მოსწავლეები და მათი მშობლები.
ნაშრომის ამოცანაა
·
სამუზეუმო სივრცის, ვანის (და არა მარტო)ნაქალაქრის ახალი და
სხვა კუთხით დანახვა.
·
ცნება
„კოლექციიდან“ დაწყებული- თანამედროვე, ყველაზე
უცნაურ ექსპონატებიანი საგამოფენო სივრცით დამთავრებული მუზეუმების დანიშნულების შესწავლა.
·
იმ პრობლემების
გამოვლენა-ანალიზი, რომელიც თან ახლავს ვიზიტების ნაკლებობას მუზეუმებში.
·
·
მოზარდების
დაინტერესება არქეოლოგიით, საკუთარი ქვეყნის
ისტორიით, კულტურით, ხელოვნებით .
·
სამუზეუმო
ნივთების დაცვა-შენახვის, წარსულის სიდიადით გამოწვეული იდენტურობის გრძობის გაძლიერება.
·
დღეისათვის (სამწუხაროდ) ნაკლებპოპულარული პროფესიების
პოპულარიზაცია.
საკვლევი თემის აქტუალობა, განისაზღვრება იმით,
რომ დღეისათვის თანამედროვე მოსწავლე-ახალგაზრდობას, სხვა, მათთვის მისაღებ განსხვავებულ გარემოში ურჩევნიათ
თვისუფალი დროის დახარჯვა, ნაკლებია იფორმირებულობა სამუზეუმო სივრცეების მრავალი რაკურსით
დანახვა -გამოყენებისა.
ნაშრომის აქტუალობა განისაზღვრება იმითაც, რომ
ჩვენთან ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში, უკვე
შვიდი წელია სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, შესაბამისად
რამდენიმე თაობამ ვერ შეძლო მუზემის მონახულება
და გაცნობა.
სკოლაში ერთი წლის მუშობამ დამარწმუნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი
იქნებოდა ჩემი ორივე სამსახურის, სკოლისა და მუზეუმის ინტეგრაცია და აქედან გამომდინარე
საგაკვეთილო სწავლების დონის ამაღლება, რადგან მომავალი ხელოვანები, გიდები, არქიტექტორები
და მოქანდაკეები სწორედ ისინი უნდა გამხდარიყვნენ.
პრობლემა
„მუზეუმი“- მუზებისთვის განკუთვნილი ადგილი, მუზების
ტაძარი, დაწესებულება, რომელშიც ხდება ხელოვნების ნიმუშების, არქეოლოგიის, ისტორიის,
თუ სხვა სფეროს მნიშვნელოვანი ძეგლების თავმოყრა, დაკომპლექტება, შესწავლა ექსპონირება,
ჩვენება.
მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში
არსებობს სხვადასხვა სახის მუზეუმები: მხარეთმცოდნეობის, არქეოლოგიური, ისტორიული,
ეთნოგრაფიული, იარაღის, ავტომობილების, ხალიჩების, მუსიკალური საკრავების, ცვილის ფიგურების,
თეატრალური თოჯინების და მრავალი სხვა.
საქართველოში სიძველეთა დაცვის ტრადიცია უხსოვარი
დროიდან არსებობდა. ადრე ისტორიული და მხატვრული ფასეულობები, ძირითადად ეკლესია -მონასტრებში
იყრიდა თავს. ამას ადასტურებს ჩვენამდე მოღწეული ოქრომჭედლობისა და ხელნაწერი წიგნების
უძვირფასესი კოლექციები. საბედნიეროდ სიძველეები ინახებოდა წარჩინებულ ოჯახებშიც.
მე-19 საუკუნიდან საქართველოში იქმნება კერძო
კოლექციები, ხოლო თბილისის სურათების გალერეა 1920 წელს არსდება, მალევე 1934 წელს
საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, რომლის საგამოფენო დარბაზებშიც წარმოდგენილია როგორც
ქართული, ისე უცხოური ხელოვნების საუკეთესო ნიმუშები.
ეროვნული მუზეუმის, ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის
ვანის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძლი კი 1985 წელს გაიხსნა. აქ წარმოდგენილია კოლხური
ოქრომჭედლობის ბრწყინვალე ნიმუშები, ბრინჯაოს ქანდაკებები, ვერცხლის ფრაგმენტები, ადგილობრივი
და იმპორტული კერამიკის ნიმუშები, საბრძოლო იარაღები, ქვისა და მინის მძივ-სამკაულები, უძველესი მონეტები და სხვა. აქვეა ანტიკური ნაქალაქარიც.
მუზეუმი ფუნქციონირება შეზღუდულია ( ექსპონატების
მხოლოდ მცირე ნაწილის ნახვაა შესაძლებელი), შესაბამისად ნაკლებია ინფორმაციულობა.
პრობლემას წარმოადგენს სამუზეუმო სივრცის მრავალმხრივი
გამოყენების შესაძლებლობის შესახებ არსებული მწირი ინფორმაცია და ჩართულობა ურთიერთ კომუკიკაციაში.
ახალგაზრდა თაობის
გადართვა უფრო ხმაურიან, სანახაობრივ კულტურულ
ღონისძიებებში.
თანამედროვე ტექნოლოგიების
გამოყენება და სახლიდან გაუსვლელად
მუზეუმების „მონახულების“
მარტივი, თუმცა ნამდვილად არაეფექტური მეთოდი.
ასევე არანაკლებ საგულისხმოა ფინანსური საკითხები და აქედან შექმნილი
პრობლემებიც.(მოსწავლეების მშობლებთან ერთად,
მარშუტის დაფინანსება, და სხვა)
კვლევის მეთოდოლოგია
შედეგიანი კვლევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური
პირობაა- მეთოდოლოგიის ზუსტი შერჩევა. მაქსიმალურად ზუსტი მონაცემების მისაღებად შეირჩა,
როგორც რაოდენობრივი, ისე თვისობრივი მეთოდები.
მოსწავლე ახალ მასალას სწავლობს კითხვით, მოსმენით,
დაკვირვებით, მსჯელობითა და კეთებით. სწავლის პროცესი ახალი ინფორმაციის ათვისებას,
უნარ-ჩვევებისა და გამოცდილების შეძენას გულისხმობს. წინარე ცოდნაზე დაყრდნობით მოსწავლე
ახალ მასალას ეტაპობრივად ითვისებს. მეცნიერთა კვლევები ცხადყოფს, რომ ახალ ინფორმაციას განსხვავებულად შეიმეცნებს: წაკითხულის-10%, მოსმენილის-20%, ნანახის #0%, ხედავს
ვიზუალურ მასალას(ფილმს, სტენდს,თვალსაჩინოებას, ექსპონატს) და ამავე დროს ისმენს ახსნა-განმარტებას
50%, თუ თვითონ საუბრობს ან მსჯელობს მასზე, რაც მოისმინა და წაიკითხა (დისკუსია, პრეზენტაცია)-70%,
ასრულებს ლაბორატორიულ სამუშაოს, სავარჯიშოებს, მიმართავს სიმულაციასა და როლურ თამაშებს,
ახლ ინფორმაციას უკავშირებს პირად გამოცდილებებს
-90% (Museum.Ge გვ-2-3)
აქედან გამომდინარე დავიწყე დაკვირვება; ჯერ მუზეუმებზე ხშირი საუბრებით,
მერე მათ მრავალმხრივ შესაძლებლობებზე საგაკვეთილო თემის ათვისების საქმეში.
ამ მეთოდმა
დიდი როლი ითამაშა ჩემთვის საჭირო ინფორმაციის შეგროვებაში და პრობლემის გამოკვეთაში.
შემდეგი ნაბიჯი ფოკუს-ჯგუფის შექმნა იყო მოსწავლეებისაგან.
მისი მიზანი იყო იმის გაგება,თუ რომელი მუზეუმი, ან სახლ-მუზეუმი უნახავთ, და რა იციან
იმ მუზეუმების შესახებ, სადაც არ ყოფილან.
ფოკუს-ჯგუფი ძალიან
გამომადგა, ბავშვები ერთმანეთში მაქსიმალურად „გაიხსნენ“, თანაც ეს არანაირ ხარჯებთან არ იყო დაკავშირებული. მხოლოდ
მცირე კითხარი გავაკეთე გამოსაკითხად.
პირველადი კვლევის
შედეგები და ანალიზი
იმ ჩამონათვალში,
რომელიც ასე გამოიყურებოდა:და კითხვაზე-
რომელი მუზეუმის,
სახლ-მუზეუმის დათვალიერებას ისურვებდი?
1.გალაქტიონ და ტიციან
ტაბიძეების სახლ-მუზეუმი. ვანი. ჭყვიში
2. ოტია იოსელიანის
სახლ-მუზეუმი. წყალტუბო. გვიშტიფი.
3.აკაკი წერეთელის
სახლ-მუზეუმი. საჩხერე. სხვიტორი.
4. ოთ. ლორთქიფანიძის
სახ. არქეოლოგიური მუზეუმი. ვანი.
5.იაკობ ნიკოლაძის
სახლ-მუზეუმი. ჯიხაიში.
6.შალვა დადიანის
სახ. მუზეუმი. ზუგდიდი.
7.დავით კლდიაშვილის
სახლ-მუზეუმი. თერჯოლა. სიმონეთი.
8.კ. გამსახურდიას
სახლ-მუზეუმი. აბაშა.
9.ილია ჭავჭავაძის
სახლ-მუზეუმი. საგურამო.
10.ლადო ასთიანის
სახლ-მუზეუმი. ლეჩხუმი. ცაგერი.
ასეთი პასუხები მივიღე:
1.ოთარ ლორთქიფანიძის
სახ. ვანის არქეოლოგიური მუზეუმი.
(მან ხმების 50% მიიღო)
2.შალვა დადიანის
სახლ- მუზეუმი .
(მან ხმების 30% დააგროვა)
3.ლადო ასათიანის
სახლ-მუზეუმი.
(მან ხმების 15% მოიპოვა)
დანარჩენი ხმები
1-2% გადანაწილდა დანარჩენებზე.
პირველადმა კვლევამ,
რომელმაც ასეთი შედეგი დადო, იმ დასკვნის გაკეთების საშუალება მომცა, თუ რა შეუძლია
ინფორმაციის ნაკლებობას, საჭირო დროს, საჭირო
ცოდნის დეფიციტს.
ამ მცირე კვლევით
მივხვდი, ჩემს საუბრებს ვანის არქეოლოგიური მუზეუმის შესახებ, მისი მრავალმხრობის რეკლამირებას,
საგაკვეთილო მასალების გაცნობისას,ილუტრირებული ალბომების ჩვენებას უკვალოდ არ ჩაევლო.
საუბრებისას ხშირად ვუამბობდი მათ, რომ არქეოლოგიურ
მუზეუმში, ჩემი უშუალო მეთვალყურეობით შეეძლოთ მცირე არქეოლოგიური გათხრებიც კი ჩაგვეტარებინა,
გვენახა რამდენიმე სახეობის, მასალის, დანიშნულების, ნივთები. რომ იქ სასიამოვნო და
კომფორტული გარემოა, შესანიშნავი ხედები კოლხეთის დაბლობისა და ბოლოს, შემეძლო ასლების და მულაჟებისთვის ხელით
შეხების ნებართვაც კი მიმეცა.
დავასკვენი, რომ ყველაფერმა ერთად შესაბამისი პირველი
ადგილი ამიტომ მოუტანა არქეოლოგიურ მუზეუმს.
ცხადი გახდა, რომ ასევე თავისი მრავალმხრივობით, ბუნებით, მეორე ადგილი ზუგდიდის დადიანების მუზეუმს ამიტომაც ერგო .
მოსწავლლეები ნაკლებ ინფორმაციასთან ერთად, უპირატესობას
არ ანიჭებენ და მათთვის შედარებით მოსაწყენია, სახლ-მუზეუმების მხოლოდ ინფორმაციული
სტენდები, გრძელი და მონოტონური, სტანდარტული
ლექციები ამა, თუ იმ მწერლის, ან პოეტის შესახებ, ექსპონატებზე მხოლოდ ერთი თვალის
შევლება და როგორც ზემოთ ავღნიშნე, უკეთესად
და საიამოვნოდ ინფორმაციას მხოლოდ მაშინ ითვისებენ, როცა თავად მონაწილეობენ შემეცნებით
პროცესში.
მუზეუმმა საგანმანათლებლო
ფუნქცია მსოფლიო სივრცეში 1951 წლის იუნესკოს სემინარზე მიიღო. რამდენიმე წლის შემდეგ კლივლენტის
ხელოვნების მუზეუმის
დირექტორმა შერმან ლიმ თქვა: „დღევანდელ სამყაროში, რომელიც სავსეა ვიზუალური გამოსახულებებით,
მუზეუმი განათლების მიღების უმთავრესი წყარო ხდება. მხოლოდ თავისი არსითაც კი, ხელოვნების ნიმუშების შენახვითა და გამოფენით მუზეუმი საგანმანათლებლო
დაწესებულებაა ამ სიტყვის საუკეთესო და ყველაზე ფართო გაგებით“.
დღეს, როდესაც სულ
უფრო მეტი აქცენტი კეთდება, არა მხოლოდ ფაქტების მშრალ ცოდნასა და დაზეპირებაზე, არამედ
შემოქმედობითი უნარების განვითარებაზე, კიდევ უფრო იზრდება მუზეუმის როლი ჩვენს ყოფიერებაში.
სწავლა თამაშით, შემეცნება შეხებითა და შექმნით- ეს და სხვა თანამედროვე საგანმანათლებლო
მეთოდები მუზეუმს უფრო სახიერსა და მიმზიდველს ხდის.
ეს გამოკითხვა დამეხმარა,
გამერკვია როგორ და რა მიმართულებით უნდა იმუშაოს მასწავლებელმა. საექსპოზიციო დარბაზები,
გალერები,
სარესტავრაციო სახელოსნოები,
არქეოლოგიური გათხრები, ხომ ცოცხალ და საუკეთესო, ეფექტურ რესურსად შეგვიძლია გამოვიყენოთ.
კვლევის მეორე ეტაპი.
მოვაწყვეთ შეხვედრები
მშობლებთან, კოლეგებთან, მოსწავლეებთან, გავაცანი პირველადი კვლევის შედეგები და მომდევნო
ეტაპზე გადასასვლელად დავგეგმეთ ვიზიტი ეროვნული მუზეუმის, ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის
ვანის არქეოლოგიურ-მუზეუმ- ნაკრძალში.
ვიზიტისას ისინი გაცვნენ
მცირე საექსპოზიციო მასალას(ჯერ-ჯერობით იქ სარეაბილიტაციო სამუშაოები ისევ არ დასრულებულა),
მოინახულეს არქეოლოგიური გათხრების შედეგად
გამოვლენილი ანტიკური ქალაქის ტაძრები, ნახეს სამარხების ადგილები.კითხვები
სეტყვასავით წამოვიდა.
მათთვის მეტად საინტერსო და განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი
აღმოჩნდა რესტავრაციის პროცესის ხილვა, თუ როგორ იკვლევენ და შეიძლება ათასობით თიხის
ფრაგმენტში მოძებნო ერთი ჭურჭლის ფრაგმენტები. გაარკვიო მისი წარმომავლობა, და დამზადების
საუკუნე. მათ ასევე ნახეს მშენებარე და უახლეს თვეებში გახსნის, პროცესში მყოფი ახალი
მუზეუმი.
მოსწავლეებს დავალებული
ჰქონდათ კიდევ ერთი კვლევისათვის საჭირო და აუცილებელი ჩანაწერების გაკეთება.
„მოსწავლეთა შედეგების შეჯამება“
*მოსწავლეებმა შედეგების
შეჯამებისას დრო ეფექტურად გამოიყენეს.
*ფოკუს -ჯგუფის მუშაობა
ვადაზე ადრე დასრულდა.
*მოსწავლეები აქტიურად
და ხალისით იყვნენ ჩართულნი მუშაობაში.
*მუზეუმში ნანახმა
და მოსმენილმა მათ მოლოდინს გადააჭარბა,
*გაუჩდათ სხვა სამუზეუმო
სივრცეების ხილვის სურვილი.
*განსაკუთრებული მოლოდინი
გაუჩნდათ ახალი მუზეუმის ხელახლა ხილვისა.
ხოლო კითხვაზე:
„რა მომეწონა ყველაზე
მეტად,და რატომ?“
ამ ჩამონათვალში ქულები უნდა დაეწერათ .
1.ოქროს სამკაულები.
2. კერამიკული ჭურჭელი.
3.ბრინჯაოს ქანდაკებები.
4. ანტიკური ნაქალაქარი.
5.ტერაკოტები.~
6.საბრძოლო და სამეურნეო
იარაღი.
7.არქიტექტურული დეტალები.
8.მინისა და ქვის
მძივები
9.სამარხები.
10. მონეტები.
აღმოჩნდა, რომ პასუხების
გაცემა გაუჭირდათ. ემოციურად დატვირთულნი და
შთაბეჭდილებებით სავსე იყვნენ.
მაგრამ დასკვნა მაინც
გავაკეთეთ:
სასურველია, მუზეუმში
გაკვეთილის ჩასატარებლად შეირჩეს ერთი კონკრეტული მიმართულება,რათა მოსწავლეებმა სრულად
შეძლონ მხოლოდ იმ თემაზე ორიენტირება და სიღრმისეულად შესწავლა. გარდა ამისა ამდენი,
ინფორმაციის ერთდოულად და თანაც დაწვრილებით მიღება ძალიან დამღლელია.
ბავშვებმა თავიანთი შეხედულებები ასე გადაანაწილეს.
პირველი ადგილი კოლხური
ოქრომჭედლობის ნიმუშებს მიაკუთვნეს.
მეორე: ბრინჯაოს ქანდაკებებს
მესამე:ანტიკური ნაქალაქარის ნაკრძალს
ხოლო ყველა დანარჩენს
ერთად მეოთხე ადგილი მისცეს.
რეკომენდაციები
-მოსწავლეებმა უნდა
ისწავლონ დროის ეფექტური გამოყენება.
-მუზეუმების როლისა
და დანიშნულების შესახებ მეტი ინფორმაციის მოძიება.
- მიზნობრივი პროექტებით
და ღონისძიებებით მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება.
-სხვა საგნების(ისტორია,
ქართული ენა, ქიმია, გეოგრაფია) პედაგოგებმა ურთიერთთანამშრომლობით ხელი შეუწყონ სამუზეუმო
სივრცეების სწავლებაში ინტეგრაციით.
-სკოლას უნდა ჰქონდეს
მეტი რესურსი და მზაობა , რათა მოსწავლეები უფრო ეფექტურად იყვნენ ჩართულნი ინოვაციური
სწავლების პროცესში.
ინტერვენციები
მასწავლებლები ცდილობენ სასწავლო პროგრამები გაამდიდრონ ნოვატორული იდეებით,
შექმნან სხვადასხვა ელექტრონული რესურსები, რათა ხელი შეუწყონ მოსწავლეთა მოტივაციის
მაქსიმალურ ამაღლებას.
კვლევის ფარგლებში
დაგეგმილი იქნა ინტერვენციები, რომლებიც მიზნად ისახავდა პრობლემის გამოსწორებას
განხილული იქნა რამდენიმე
ვარიანტი და დაიგეგმა აქტივობებიც.
--პროექტებისა და
ღონისძიებების განხორციელება, რომელიც მოითხოვს, მოსწავლეთა მხრიდან მმრავალფეროვანი
საქმიანობა-აქტივობების გაწევას.
--სხვადასხვა საგნის
პედაგოგებმა დაგეგმონ თავიანთი საგაკვეთილო მასალა სამუზეუმო სივრცეში.
--საჭიროა მოსწავლეებისა
და მშობლების დაინტერსება სამუზეუმო სწავლების მეთოდოლოგიის უპირატესობაში.
--სასწავლო პროგრამის
ისე გადანაწილება, რომ შეიცავდეს სახალისო,
შემეცნებით დეტალებს.
-- მუზეუმების ხილვის
შემდეგ გაუჩნდეთ სურვილი და შესაძლებლობაც შექმნან შემოქმედებითი პროდუქტი. მაგ. ნახატი,
გააფორმონ ძველი ქართული ორნამენტებით საგნები, ქსოვილები, თიხაზე იმუშაონ.
შეფასება
ინტერვენციების განხორციელების
შედეგად, ცვლილებები აშკარად გამოიკვეთა, რომელიც პრობლემების მოგვარების გზაზე იქნა
მიღწეული.
თუმცა ასევე აღსანიშნავია,
რომ ამ პრობლემების მოგვარება ასევე საჭიროებს კომპლექსურ და ხანძლივ მონიტორინგს.
განცორციელებულმა
მრავალფეროვანმა პროექტებმა, ღონისძიებებმა, დიდი ბიძგი მისცა მოსწავლეთა სიღმისეულ
დაინტერსებას სამუზეუმო საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართულობისაკენ, ხელი შეუწყო მოსწავლეთა
მოტივაციის ამაღლებას, მსჯელობის, კრიტიკული აზროვნების და პატრიოტიზმის გრძონობის
გაღრმავებას.
სხვადასხვა საგნების
პედაგოგებმა დაისახეს მიზნად, სამუზეუმო სივრცეების უფრო პროდუქტიულად გამოყენება,
როგორც საუკეთესო სასწავლო რესურსი.
გასათვალისწინებელია, რომ ყველაფერი დამოკიდებულია,
მათ ინიციატივასა და შემოქმედებით საქმიანობაზე, ინტერესზე, სიახლის შემეცნება-გაზიარებაზე.
დასკვნა
დასკვნით ეტაპზე,
გაწეული საქმიანობისა და მიღწეული შედეგის გათვალისწინებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ კვლევისას
დასახული მიზანი მიღწეული იქნა. კვლევის პროცესში გამოყენებული იქნა , რამდენიმე და
საინტერესო მეთოდი. საუბრები, დაკვირვება,
ფოკუს-ჯგუფი, ვიზიტი მუზეუმში და ბოლოს გამოკითხვა.
გამოიკვეთა პრობლემებიც
და მათი გამომწვევი მიზეზებიც:
მოსწავლეთა და მასწავლებელთა
მიერ სამუზეუმო სივრცეების შესასწავლად დროის მეტად მცირე მონაკვეთის დათმობა. ნაკლები
ინფორმაციულობა მუზეუმის უსაზღვრო შესაძლებლობებისა. პედაგოგებისა და მშობელთა მხრიდან
ნაკლები, ან კომუნიკაციის სრულიად არარსებობა მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრთან.
პრობლემების გადასაჭრელად
გამოვიყენე ინტერვენციები, აქტიურად ჩავაბი მოსწავლეები და რამდენიმე პედაგოგიც ისეთ
ღონისძიებებში და პროექტებში, სადაც მუზეუმი და სამუზეუმო სივრცეებში გამოფენილი ექსპონატები
ფიგურირებდნენ,.
ჩვენს შემთხვევაში
ძირითადი აქცენტი გაკეთდა ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიურ
მუზეუმზე.
შევისწავლეთ ვანში აღმოჩენილი ბრინჯაოს ქანდაკებები, მათ შექმნისა
და პოვნის საკითხები, სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული საგაკვეთილო თემის „კონტრასტული
ფერები“ ფარგლებში, ვანში აღმოჩენილი წითელ და შავლაკინი კერამიკის ნიმუშებზე გავაკეთეთ
ჩანახატები, აპლიკაციები, განსაკუთრებული ადგილი ოქრომჭედლობის ნიმუშთა შესახებ გაკეთებული
პრეზენტაცია იყო, სლაიდშოუს ფონზე.
ფოკუს-ჯგუფთან საუბრისას
გამოიკვეთა მოსაზრება, რომ მოსწავლეებმა სულ სხვა მხრიდან დაინახეს სამუზეუმო სივრცეები. რომ მუზეუმის ისტორიულ გარემოში, უძველესი ქალაქის
ნანგრევებში გაკვეთილის ჩატარება, რეალობის აღქმის უნარს აძლიერებს, უშუალო კონტაქტი
ხელოვნების ნიმუშებთან,
კიდევ უფრო დიდ ეფექტს ქმნის და აღძრავს სწავლის მოტივაციას, სიღრმისეული გაგების და
ანალიზის უნარს.
დასკვნის სახით შემიძლია
ვთქვა, რომ საქართველოში არსებული მუზეუმები
და სამუზეუმე სივრცეები, მაქსიმალურად ეფექტიანდ და სიღრმისეულად უნდა იქნას ჩართული
მასწავლებელთა და მშობელთა მიერ სასწავლო პროგრამების
სწავლებისას. სწორედ მუზეუმის დარბაზებში უნდა შევქმნათ, ისეთი საკომუნიკაციო სივრცე,
სადაც მოსწავლეები ხალისით ისწავლიან, შეხვდებიან ხელოვან ადამიანებს, გაიღრმავებენ
ცოდნას, ნახავენ მეცნიერებს, მუზეუმის სივრცეების შემოქმედთ, უშულოდ სამუშო პროცესში,
დაეკითხებიან აზრს, დააკვირდებიან , იმსჯელებენ, გაიღრმავებენ ცოდნას და ინტერესს.
გამოყენებული ლიტერატურა:
1.მანანა ბოჭორიშვილი, „დიფერენციაციის თეორიის რამდენიმე
ასპექტი“, 16.05.2014წ
2.მიხეილ წერეთელი, ნინო ბაქანიძე: „იდეალური ადგილი
სწავლებისთვის“, მუზეუმი, (საქრთველოს ეროვნული მუზეუმი) 2014 წელი # 3.
3. „დამხმარე მასალა პედაგოგებისათვის“ , (გაკვეთილი
შუა საუკუნეების ხელოვნებასა და ისტორიაში) საქართველოს ეროვნული მუზეუმი
www.museum.ge
4. „დამხმარე მასალა პედაგოგებისათვის“. (ეგვიპტური
ხელოვნება, გაკვეთილი ხელოვნებასა და ისტორიაში)
5.თამარ კინაძე „მუზეუმი, როგორც უწყვეტი განათლების წყარო“, მუზეუმი, (საქართველოს
ეროვნული მუზეუმი) 2012წელი.
6. „დამხმარე მასალა პედაგოგებისთვის“ (გაკვეთილი არქეოლოგიასა
და პალეონტოლოგიაში), საქართველოს ეროვნული მუზეუმი.
7.“აგანმანათლებლო პროგრამების კალენდარი,“ საქართველოს
ეროვნული მუზეუმი, 2018წელი.
8.“გაეცანი სვანეთის მუზეუმს“ , სვანეთის ისტორიისა
და ეთნოგრაფიის მუზეუმი.
9.ნანა გოგელია
„ეფექტიანი სწავლება სამუზეუმო სივრცეში“
(საქართველოს ეროვნული მუზეუმი)
10.თ.ჯალაღანია, ჯ.ჯობავა „ხელოვნება“,გამ. „მაცნე“
2006წელი
11.ოთ. ლორთქიფანიძე, ვანი „ოქრომრავალი“ კოლხეთის რელიგიური
ცენტრი (ქართულ და გერმანულ ენებზე) Sonderdruk aus Iahrbuch des
Romisch-Germanisches Zentralmuseums, Mainz 42,1995
11.ა.ჭყონია,“ოქროს სამკაული ვანის ნაქალაქარიდან’,
ვანიVI, თბილისი1981წ.
12.ნინო ხუნდაძე მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმები, სერია
7, „საქართველოს ეროვნული მუზეუმი“,გამ. პალიტრა L,2018წ.
13.გურამ ყიფიანი „საქართველოს ანტიკური ხანის არქიტექტურა“,
გამ. ხელოვნება 1993წ.
14.ნ.კუნჭულია,მ, მეხახიშვილი; „ანტიკური სამყაროს ხელოვნება“, თბილისი 2007წ.
15.www.art.com
16.www.ancientegypt.co.uk
index.htmi
რეფლექსია
კვლევის მიზანს წარმოადგენდა შეგვესწავლა მუზეუმებისა
და სამუზეუმო სივრცების ეფექტურობის როლი, როგორც აღზრდის, გონებრივი, ესთეტიკური განვითარებისა
და ეროვნული ღირებულებების მატარებელი თავისუფალი
პიროვნების ჩამოყალიბების საქმეში.
გაგვერკვია რამდენად ახლოსა და უთიერთთანმშრომლობენ სკოლა, პედაგოგები და მოსწავლეები მუზეუმებთან,
რამდენად ეფექტურად ხდება სასწავლო პროგრამებით გათვალისწინებული საგაკვეთილო მასალის
ათვისება, სამუზეუმო სივრცეების გამოყენებით.
დაინტერსება
ეროვნული კულტურით (და არა მარტო), ქვეყნის ტრადიციებით, ღირებულებებით, საკუთარი
პასუხისმგებლობის გააზრება.
სასკოლო განათლებამ უნდა განუვითაროს მოზარდებს იმის
უნარი, რომ სწორად განსაზღვრონ პირველ რიგში
საკუთარი და შემდეგ გლობალურ კონტექსტში სახელმწიფოებრივი, კულტურული, ეკონომიკური ინტერესები და შეეძლოს ინტელექტუალური,
თუ ტექნიკური მიღწევების ეფექტური გამოყენება.
გვინდოდა გაგვერკვია იმ საკომუნიკაციო სტრატეგიების
ეფექტურობა, რომლებიც ხელს შეუწყობდნენ, სამუზეუმო სივრცეების ხშირ და პროდუქტიულად
მონახულების სურვილს, იმ ადამიანების მხარდაჭერას, რომლებიც ქმნიან ხელოვნების ნიმუშებს,
უვლიან და და მუშობენ მუზეუმებში.
პოპულარიზაცია, ტექნოლოგიური, თუ სხვა ინტელექტუალური
მიღწევების ეფექტიანად გამოყენება, ინფორმაციის
მოპოვება, დამუშავება და ანალიზი.
დღეს, როდესაც ადამიანისთვის ხელმისაწვდომია, დიდი მოცულობისა
და სხვადასხვა შინაარსის ინფორმაცია, მოზარდს უნდა შეეძლოს ღირებულის წარმოჩენა, შეფასება,
დანიშნულებისა და ხარისხის
მიხედვით, დასახული მიზნისთვის მისი გამოყენების ფორმების
განსაზღვრა. იყოს შემოქმედი, თავადაც შექმნას ღირებული და არ იცხოვროს მხოლდ არსებულის
ხარჯზე.
საკუთარი შესაძლებლობებისა ინტერესების უწყვეტი განვითარება
მთელი ცხოვრების განმავლობაში და მათი მაქსიმალური რეალიზება.
აღმოჩნდა, რომ მუზეუმში ვიზიტისას მათი უდიდესი ინტერესი
ოქროს სამკაულებმა გამოიწვია, ასევე ძალიან მოეწონათ ბრინჯაოს ქანდაკებები,ხოლო ნაქალაქრის
ტერიტორიის დათვალიერება, ერთნაირად საიტერსო იყო ყველასთვის. ოქროს სამკაულების ყველაზე
უკეთ დამახსოვრება და მისადმი უდიდესი ცნობისმოყვარეობა ალბათ საერთოდ არ იყო ახლი
და გასაოცარი. მაგრამ ჩემი აზრით, ბავშვები მათი ჯერ, როგორც ძვირფასი ლითონი ისე დაიტერსდნენ
, შემდეგ უკვე მათმა დამზადების უნიკალურმა ტექნოლოგიამ მიიზიდათ. ასევე შეიძლება ითქვას ბრიჯაოს ქანდაკებებზე, თუმცა ერთ-ერთი
განმსაზღვრელი ფაქტორი ბრინჯაოს ქანდაკებების პოპულარობისა, გარდა მანამდე არსებული
წინარე ცოდნისა, იყო ვიზუალიზაცია, ხელის შეხებისა და სიახლოვის შეგრძნებაც. იგივე
შეიძლება ედოს მიზეზად ნაქალაქრის ტერიტორიის ანტიკურ კედლებთან სიარულს, ხელით მოსინჯვას,
იქვე ნაპოვნ კერამიკის მცირე ფრაგმენტებსაც.
ეს გამოკითხვა დაგვეხმარა გაგვერკვია,როგორ უნდა ჩამოვუყალიბოთ
მოზარდს უწყვეტი განვითარების, ახლი უნარ-ჩვევების დამოუკიდებლად განვითარების, შეძენის
უნარი და სად შეიძლება ეს მოხდეს , თანაც საუკეთესოდ.
გამოკითხვის შედეგად , თუ რატომ უნდა წახვიდე მუზეუმში?
1.
დროის
სასიამოვნოდ გასატარებლად.
2.
გიდის
ლექციის მოსასმენად და დასათვალიერებლად.
3.
ცოდნის
შესაძენად და ინტელექტუალური დონის ასამაღლებლად.
4.
უძველესი
არტეფაქტების მხოლოდ თვალის შეასავლებად.
ზედა საფეხურის მოსწავლეებმა პირველ,მეორე და მესამე პუნქტს მიანიჭეს უპირატესობა.
უფრო დაბალი ჯგუფის მოსწავლეებმა კი პირველი და მეორე ვარიანტი ამჯობინეს.
თუმცა ასკის მატებას ერთად , იცვლება შეხედულებები,
შეძენილი ცოდნის დონე, გემოვნება, ინტერსთა სფერო. ის რაც პრიორიტეტულია დაბალ კლასებში,
შეიძლება სრულიად განსხვავებული აღმოჩნდეს მაღალ ჯგუფებში და უკანა პლანზე გადავიდეს.
კვლევის მიზანიც ეს იყო: როგორ მივიზიდოთ, შევაყვაროთ
ბავშვებს მუზეუმები, გავუჩინოთ და გავუღრმავოთ ინტერესი იმ ადამიანებისა და პროფესიების მიმართ, ვინც ქმნის ამ საოცრებებს,
თაობებს უნახავს და გადასცემს.
სასწავლო საგანამნათლებლო
პროგრამები მრავალფეროვანია და იძლევა იმის შესაძლებლობებს,რომ მოსწავლეებმა და პედაგოგება
დაგეგმონ და განახორციელონ უამრავი საიტერესო სასწავლო პროექტი.
ვფიქრობ, მუზეუმები, სამუზეუმო სივრცეები, როგორც მრავალმხრივი
ცოდნის ტაძრები, პასუხისმგებლობასაც გვაკისრებს: რადგან ის რაც მემკვიდრეობით მიგვიღია
ამ მემკვიდრეობაზე ზრუნვას, მოვლა-პატრონობას, შენახვას და დაცვას და საზოგადოებისთვის
ღირსეულად წარდგენას საჭიროებს.
კოლეგებთან
შეხვედრა
სამუშაო შეხვედები მასწავლებლებთან ორჯერ ჩავატარეთ.
პირველი შეხვედრა მიზნად ისახავდა, მათ იფორმირებულებას პრაქტიკული კვლევის და კვლევის
საკითხის შესახებ, ამ მიმართულებით მათი გამოცდილების
გაზიარებას და რჩევებს. ჩემს კოლეგებს მიეწოდათ აღნიშნული საკითხის ირგვლივ მოძიებული
მასალა,იყო აზრთა გაცვლა-გამოცვლა.
აქვე დავგეგმეთ კიდევ ერთი შეხვედრა, იმის გადასაწყვეტად,
თუ როგორ გაგვეხორციელებინა კვლევისას დაგეგმილი ჩემი ვიზიტი ეროვნული მუზეუმის , ოთარ
ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალში.
მასწავლებლების ინიციატივით და მხარდაჭერით, მოხერხდა
ვიზიტის ხარისხიანი და დროული ორგანიზება. მშობლების ჩართულობით, თანამშრომლობითი ურთიერთობით,
რომელიც ერთერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, ნებისმიერი საქმის წარმატებით დაგვირგვინებაში.
მასწავლებელთა უკუკავშირი
მასწავლებლებთან შეხვედრა ნაყოფიერი აღმოჩნდა, საუბრებიდან
გამოიკვეთა, რომ შეხვედრა იყო საჭირო და პროდუქტიული.
იყო ბევრი წინადადება და თანადგომის შემოთავაზება.
კვლევის ფარგლებში, მუზეუმში განხორციელებული ვიზიტისას,
ჩემი კოლეგების უმეტესობა აქტიურად იყო ჩართული შემეცნებით და სადისკუსიო
მსჯელობებში. ხოლო კვლევის შედეგებიდან გამომდინარე თავადაც გაუჩნდათ სურვილი, სამუზეუმო სივრცეების მისადაგებისა საკუთარი საგაკვეთილო
პროგრამებისთვის.
ამ კვლევისას მათ კარგად დაინახეს, რაში მდგომარეობს მუზეუმში ჩატარებული გაკვეთილი, როგორც ძლიერი,
ისე სუსტი მხარეც, რაზეც მომავალში მოუწევთ მეტი ყურადღების გამახვილება.
გთავზობთ, მასწავლებელთა უკუკავშირის ერთ-ერთ ფორმას:
კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების
ორგანიზება
მონაწილე მასწავლებელთა უკუკავშირი.
შეხვედრის/ შეხვედრების
თემა: „მუზეუმი მრავალმხრივი ცოდნის ტაძარი“, (მისი მნიშვნელობა და როლი სასწავლო
პროგრამებში, ძიება საუკეთესო შედეგებზე
გასასვლელად)
შეხვედრის/შეხვედრების
თარიღი: 16.10. 2018, 24.11.2018, 5.05
2019.
გამოკითხვა ანონიმური.
|
შეხვედრის/შეხვედრების
მიზანი: შეხვედრაზე მიღებული გამოცდილების გამოყენება საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვა-განხორციელებისას.
|
შეხვედრის მონაწილე მასწავლებლის უკუკავშირი
გთხოვთ შეაფასოთ შეხვედრის
ეფექტიანობა: 1. ძალიან არაეფექტური, 2. ეფექტური, 3. ძალიან ეფექტური.
რატომ იყო ეს შეხვედრა/
შეხვედრები სასარგებლო, და მნიშვნელოვანი
თქვენს პროფესიულ საქმიანობაში?
|
ამ შეხვედრებით მიღებული
გამოცდილება და მუზეუმის სივრცეებში შეძენილი
ცოდნა დამეხმარა საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვასა და ეფექტიანად წარმართვაში.
|
რას ანიჭებთ უპირატესობას მუზეუმებში ვიზიტისას?
1.
დროის
სასიამოვნოდ გატარებას.
2.
გიდის
ლექციას.
3.
ინტელექტის
ამაღლებას.
4.
ექსპონატების
ვიზულურ მხარეს
5.
ფოტოების
გადაღებას, გართობას
6.
არტეფაქტებთან
ურთიერთობა, ჩართულობას
2
|
2
|
3
|
3
|
1
|
1
|
1.არტეფაქტებთან ურთიერთობა, ჩართულობას
2.ინტელექტის ამაღლებას.
3.გართობას ფოტოების
გადაღებას.
4.
|
6
|
5
|
4.გიდის ლექციას.
5.ექსპონატების ვიზუალურ
მხარეს.
6.დროის სასიამოვნოდ
გატარებას.
მოსწავლეების მიერ
დასახელებული 10 ყველაზე საინტერსო ექსპონატი.
(ეროვნული მუზეუმი,
ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიური მუზეუმი)
1
|
2
|
3
|
4
|
5
|
1.კუს გამოსახულებიანი
ოქროს ყელსაბამი.
2.“ვანელი თამადის“
ბრინჯაოს ქანდაკება.
4.ქალღვთაების ბრინჯაოს
ქანდაკება.
10
|
9
|
8
|
7
|
6
|
6.ქვისა და მინის მძივ-სამკაულები.
7.ვერძების გამოსახულებანი თიხაში.
8.თიხის ანტეფიქსები.
9.თიხის სანელსაცხებლე ამფორისკები.
10.კოლხური და იმპორტული ამფორები.
რ ე ზ ი უ მ ე
პირველი მუზეუმი
ეგვიპტის ალექსანდრიაში აღმოცენდა და მისი დამაარსებელი მეფე პტოლემაოს I იყო ძვ. წ. III საუკუნეში. საუბარია მუზების
კულტისადმი, იმავდროულად შემეცნებისა და კვლევისადმი მიძღვნილ შენობა-ნაგებობათა კომპლექსზე,
რომელსაც ხშირად სტუმრობდა სწავლული საზოგადოება, სწორედ მუზათა მსახურებას რომ უძღვნიდა
თავის სიცოცხლეს.
რომაულ ეპოქაში მუზეუმი პრივილეგირებულ ინსტიტუციად
მხოლოდ კულტთან დაკავშირებულ ნაწილში რჩებოდა: უფრო მეტად კი, ადამიანთა ძალზე ვიწრო
წრის ესთეტიკური და ფილოსოფიური მოთხოვნილების დაკმაყოფილებას ემსახურებოდა,
ან რომელიმე გამოჩენილი პიროვნების თვითგანდიდებას ისახავდა მიზნად.
როგორც წესი ხელოვნების ნიმუშთა კოლექციები მომდინარეობს
რომელიმე ცივილიზაციის, კულტურის, საგვარეულო დინასტიისა, თუ პერსონისათვის განდიდებისა
და უკვდავყოფის სურვილებისგან.
თანამდროვე ეპოქაში ტრანსმისია (გადაცემა) და მეხსიერება
გლობალიზებული კრიტერიუმებია: ისინი არათუ მხოლოდ ვერ იქნება მცირეთთათვის განკუთვნილი
ფუფუნება, არამედ მეტიც საგანმანათლებლო, დამატებით, თანმდევ მნიშვნელობას იძენს კაცობრიობის
ცნობიერების ასამაღლებლად და მათი მოსარგებლე ხდება ყველა. ასე რომ, პრივილეგირებული ადგილიდან მუზეუმი : “გარდაიქმნება მუდმივ, არაკომერციულ
უწყებად, რომელიც საზოგადოებისა და მისი განვითარების სამსახურშია. იგი არის საჯარო
სივრცე, რომელშიც ტარდება კვლევები კაცობრიობისა და მისი გარემოს მატერიალური და არამატერიალური
ძეგლების შესახებ: რომელიც შეისყიდის, ინახავს და ინფორმაციას ავრცელებს მათ თაობაზე
და, რაც მთავარია ექსპონირებული სახით წარმოგვიდგენს
მათ - შემეცნებითი, აღმზრდელობითი, და ესთეტიკური ტკბობის მიზნით“. -როგორც ნათქვამია
მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს 2004 წლის დეკრეტში.
No comments:
Post a Comment