Monday, June 17, 2019


    გაკვეთილის  გეგმა
   საგანი:  სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება.
   სკოლა:  ვანის რაიონი,ზედა გორას  საჯარო.
   სწავლების საფეხური  (კლასი) – VI  კლასი.
   მასწავლებელი:  მანანა ვაშაყმაძე.
   მოსწავლეთა რაოდენობა:  5
   თემა:  „შუქ-ჩრდილი“.
  „შეუძლია, თუ არა  მხატვარს განათების საშუალებით  ნახატში  განწყობის შექმნა  და თავისი ჩანაფიქრის გადმოცემა ?“        
  
  
   (ცნობილი მხატვრების, ასევე ცნობილი ნაწარმოებების მიხედვით ამ პრობლების გარჩევა, დასაბუთება)
  სასწავლო მიზნები:
   მოსწავლემ შეძლოს თითოეულ რეპროდუქციაზე  ამ პრობლემის აღმოჩენა, მხატვრის ჩანაფიქრის  მიგნება, შემდეგ კი,    დასაბუთება ან უარყოფა.  შუქ-ჩრდილისა და განათების გამომსახველობით შესაძლებლობებზე მსჯელობის, შეძენილი ცოდნის პრაქტიკულ ნამუშევრებში გამოყენების, ჩანაფიქრისადმი შემოქმედებითად მიდგომის, შეფასებისა და თვითშეფასების უნარ-ჩვევების განვითარება.
     რესურსი:
     სახელმძღვანელო, თვალსაჩინო მასალა, ილუსტრირებული ალბომები,  პრაქტიკული სამუშაოებისათვის   
     ფანქრები, ფურცლები, საშლელი  საღებავები, ფუნჯები.
      მოსწავლეთა ორგანიზების ფორმა:   ჯგუფური.
      მისაღწევი შედეგები:
      1.მოსწავლე საუბრობს ნამუშევარზე,  მასში გამოყენებული მხატვრული ხერხების მიხედვით.
      2. მოსწავლე აფასებს ხელოვნების ნაწარმოებს (საკუთარ ცოდნასა და შთაბეჭდილებაზე დაყრდნობით)
      3.იყენებს სხვადასხვა  მეთოდს საკუთარი ნაშრომის შექმნისას (შუქ-ჩრდილს, კომპოზიციურ განაწილებას,  
      ფონის გამოსახვას) და ემოციის გამოსახტავად.
      3.შეუძლია აღმოაჩინოს მსაგავსება და განსხვავება საკუთარ და სხვის ნამუშევარში.
   

      



No comments:

Post a Comment