გაკვეთილის
გეგმა
საგანი:
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება.
სკოლა:
ვანის რაიონი,ზედა გორას საჯარო.
სწავლების საფეხური (კლასი) – VI კლასი.
მასწავლებელი: მანანა ვაშაყმაძე.
მოსწავლეთა რაოდენობა: 5
თემა:
„შუქ-ჩრდილი“.
„შეუძლია, თუ არა მხატვარს განათების საშუალებით ნახატში
განწყობის შექმნა და თავისი ჩანაფიქრის
გადმოცემა ?“
(ცნობილი
მხატვრების, ასევე ცნობილი ნაწარმოებების მიხედვით ამ პრობლების გარჩევა, დასაბუთება)
სასწავლო მიზნები:
მოსწავლემ
შეძლოს თითოეულ რეპროდუქციაზე ამ პრობლემის
აღმოჩენა, მხატვრის ჩანაფიქრის მიგნება, შემდეგ
კი, დასაბუთება ან უარყოფა. შუქ-ჩრდილისა და განათების გამომსახველობით შესაძლებლობებზე
მსჯელობის, შეძენილი ცოდნის პრაქტიკულ ნამუშევრებში გამოყენების, ჩანაფიქრისადმი შემოქმედებითად
მიდგომის, შეფასებისა და თვითშეფასების უნარ-ჩვევების განვითარება.
რესურსი:
სახელმძღვანელო,
თვალსაჩინო მასალა, ილუსტრირებული ალბომები,
პრაქტიკული სამუშაოებისათვის
ფანქრები,
ფურცლები, საშლელი საღებავები, ფუნჯები.
მოსწავლეთა
ორგანიზების ფორმა: ჯგუფური.
მისაღწევი
შედეგები:
1.მოსწავლე
საუბრობს ნამუშევარზე, მასში გამოყენებული
მხატვრული ხერხების მიხედვით.
2. მოსწავლე
აფასებს ხელოვნების ნაწარმოებს (საკუთარ ცოდნასა და შთაბეჭდილებაზე დაყრდნობით)
3.იყენებს
სხვადასხვა მეთოდს საკუთარი ნაშრომის შექმნისას
(შუქ-ჩრდილს, კომპოზიციურ განაწილებას,
ფონის
გამოსახვას) და ემოციის გამოსახტავად.
3.შეუძლია
აღმოაჩინოს მსაგავსება და განსხვავება საკუთარ და სხვის ნამუშევარში.
No comments:
Post a Comment