Saturday, June 1, 2013


გაკვეთილის მთავარი თემა
„ქართული ხუროთმოძღვრული ორნამენტი“
სწავლების საფეხური და კლასი
მე- 8 კლასი
მოსწავლეთა პროფილი
სსმ- მოსწავლეები არ არიან
გაკვეთილის მნიშვნელობა და აქტუალობა
გაკვეთილი ხელს შეუწყობს ქართული ქრისტიანული ხელოვნების ისტორიულ-რელიგიურ კონტექსტში განხილვას. ქართული ორნამენტების გამოყენების ხერხს, კვლევითი, შედარებითი უნარ-ჩვევების, ორნამენტების შენობასთან შერწყმის, მის მრავალფეროვნებაში გარკვევისა და ანალიზის უნარს.
ეროვნული სასწავლო გეგმით  განსაზღვრული მისაღწევი შედეგები
ზნეობრივი ღირებულებების ფორმირება. შემოქმედებითი მემკვიდრეობის ყოველმხ-
რივი გაცნობა, მსჯელობა. ანალიზის, შეფასება- სინთეზის უნარს. მხატვრულ- ისტორიულ-გამომსახველობით კონტექსტში ორნამენტების აღქმის უნარს. კომპოზიციებში, ფორმებში აქცენტირებასა და მოტივებში გარკევას.
 წინასწარი  ცოდნა
მოსწავლეები იცნობენ ამ ეპოქას. წარმოდგენა აქვთ „ოქროს ხანის“  კულტურაზე. ისინი ფლობენ ორნამენტების ცოდნის გარკეულ ნაწილს. საუბრობენ რომელი უფრო მოსწონთ ქრისტიანული,თუ სხვა რელიგიური მიმდინარეობების მხატვრული ორნამენტი. შეუძლიათ ცხოველური, თუ მცენარეული მოტივების გაშლა , შედარება.
შეფასების საგანი და პროცედურები.
ვაფასებ დისკუსიაში ჩართულობას, თემატიკასა და გამომსახველობით ტექნიკაში გარკვევის უნარს. მსგავსი მოტივების შექმნას, მათ  ხარისხს, დახვეწილობას და ენთუზიაზმს, შემოქმედებით მიდგომას საკუთარი ჩანაფიქრისადმი.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
სახელმძღვანელო. რენე შმერლინგის- „ ქარ-
თული ხუროთმოძღვრული ორნამენტი“, გუაში, ქაღალდი, ფუნჯები, პასტელი, სასაწავლო თვალსაჩინო მასალ, ლეპტოპი და პროექტორი.


                      გაკვეთილის    მსვლელობა
             აქტივობა 1.
მოსწავლეები იხსენებენ იმ ეპოქას, ქართულ ქრისტიანულ ტაძრებს.  ხსნიან როგორია, რა არის ორნამენტი, სად გვხვდება, შენობის რა ადგილებზე. მასწავლებელი ავალებს ,რომ თითოეულმა შექმნას სამი სხვადასხვა სახის ორნამენტი.
ორგანიზება- მუშაობა მთელ კლასთან.  (10 წუთი)
          აქტოვობა  2.
კლასს ვაცნობ ახალი თემის მიზანს და სახელწოდებას. მოკლე მიმოხილვა. ვთხოვ გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები, გამომსახველობით ხერხებთან დაკავშირებით. სლაიდშოუს ჩვენება.
   ორგანიზება- მუშაობა მთელ კლასთან  (5 წუთი)


          აქტივობა 3.
მოსწავლეები იწყებენ სახელმძღვანელოსა და თვალსაჩინოების მიხედვით  წარმოდგენილი თემის მიხედვით მუშაობას. თითოეული აკეთებს ჩანახატებს. აქვე უნდა გაიხსენონ და მიუთითონ სად გვხვდება ეს ორნამენტები: კაპიტელებზე, ფრიზებზე, კანელურებზე, თუ კარნიზებზე.
ჯგუფური მუშაობა. პედაგოგის მეთვალყურეობით.
  ( დრო  20 წუთი)

       აქტივობა  4.
მოსწავლეები ასრულებენ და ქმნიან ფერადოვან ნიმუშებს. იღებენ კონტრასტულ და მონათესავე ფერებს. ხდება კომენტირება, ეცნობიან ერთმანეთის  ნამუშევრებს, აღნიშნავენ, თუ რამდენად შეძლებენ დასხული ამოცანის გადაჭრას.
 ორგანიზება- მუშაობა მთელ კლასთან. (დრო 7 წუთი)

     აქტივობა 5.
საშინაო დავალება.
მოსწავლებმა მომდევნო გაკვეთილისათვის მოამზადონ 7 სხვადასხვა სახის ორნამენტის ნიმუში. ფერადი.ვიკიპედიაში მოიძიონ მასალა ამ თემასთან დაკავშირებით.
ჩანახატები სათაურით: „ორნამენტული კვეთის ხელოვნება“.
  ორგანიზება - მუშაობა მთელ კლასთან. (დრო 3 წუთი)

შეფასება:
სასწავლო შედეგებს ვამოწმებ პრეზენტაციით, მსჯელობით, და წარმოდგენილი საშინაო დავალების შესრულებული  დონით. ფერების, გამომსახველობითი ხერხების გამოყენების ცოდნის სიღრმით.                                         
კრიტერიუმი
საშუალოზე დაბალი
საშუალო
მაღალი
გასაგებად აყალიბებს სათქმელს.მსჯელობს
სათქმელი ნაწილობრივ ბუნდოვანია.უარგუმენტო
მსჯელობს ,არგუმეტირებულია საუბარი და აზრები
დარწმულებულია,მსჯე
ლობს მტკიცედ.
ფლობს გამომსახველობით
ხერხებს, ფერებს
უჭირს ფერებში  და ტონალობებში გაეკვევა
კარგად იყენებს გამომსახველობით
ხერხებს
სრულად ფლობს მხატვრულ გამომსახველობით უნარებს
შეუძლია დამოუკიდებლად შექმნას მსგავსი ნიმუში
უჭირს დამოუკიდებლად მუსაობა,შუქ-ჩრდილი
ახერხებს ნატურიდან ხატვას,ქმნის მარტივ ნიმუშებს
მშვენივრად ახერხებს დამოუკიდებლად მუშაობას ირჩევს ფერებს შუქ-ჩრდილებს


No comments:

Post a Comment