Monday, July 17, 2017

ტრენინგის მეცხრე დღე

დღეს ტრენინგი დავასრულეთ! მართალია ცხრა დღე ცოტა დამღლელი გამოდგა,თანაც ამ ცხელ ზაფხულში, მაგრამ გულწრფელად ვამბობ: ნამდვილად ღირდა.
უმრავი ახალი რამ ვისწავლე, იდეები ბევრი მქონდა, რასაც ნამდვილად განვახორციელებ და ამ ცოდნას გამოვიყენებ!
ჩვენმა მასწავლებელმა ახალ-ახალი ტრენინგების და სწავლების გზებიც მიგვითითა .
დიდი მადლობა გიორგი მასწავლებელო და თუ ხანდახან შეგეხმიანოთ დახმარებისათვის გთხოვთ არ დამზარდეთ!

Saturday, July 15, 2017

    ტრენინგის მერვე დღე.
თითქმის ფინიშთან ვართ, დღეს ყველაფერს რაც ამ დღეეების განმავლობაში
შევისწავლეთ, თავი მოვუყარეთ და ერთად გავაერთიანეთ.
დღეს ვისწავლეთ პროექტის გეგმის შედგენა,საკითხები რაც დიფერენციალურ სწავლებას შეეხებოდა და ასევე ფასილიტაციის ტექნოლოგიებიც განვიხილეთ.
ამდენი დღეეების შრომის ნაყოფის დანახვამ გადაღლა დაგვავიწყა.
მადლობა მასწავლებელო მოთმინებისთვის.
  ტრენინგის მეშვიდე დღე

დღეს ბევრი რამ ვისწავლეთ:
1.შეფასების სხვადასხვა ფორმები.
2პროექტის გეგმის შევსება.
3. სხვადასხვა საჭირო მასალების შერჩევა.
საინტერესოდ და პროდუქტიულად ვიმუშავეთ,  ცხადია ესყველაფერი მომავალში უნდა გამოვიყენოთ და თან ეფექტიანად.
დიდი მადლობა გიორგი მასწ.

სასწავლო პროექტი

Saturday, July 8, 2017

    ტრენინგის მეექვსე დღე


       რეფლექსია
დღეს ვისწავლეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომების ნიმუშების შედგენა, საპრეზენტაციო ბუკლეტებისა და ბროშურის შაბლონების შექმნა. ასევე ძალზე საინრეტესო იყო ბლოგზე მუშაობისა და ელექრტონული პორტფოლიოს შექმნა.
სწავლა მართლაც  სიბერემდეა, ეს ინფორმაციები რაც დღეს  ტრენერმა გაგვაცნო აუცილებად დაგვჭირდება პრაქტიკაში.
მადლობა გიორგი მასწავლებელო!

Friday, July 7, 2017

ტრენინდის V დღე

რეფლექსია

დღეს ტრენინგის მეხუთე დღეა და ვისწავლეთ ბევრი საინტერესო და საჭირო საკითხი. ჩვენმა მასწავლებელმა დიდი მოთმინებით  აგვიხსნა როგორ აგვეტვირთა პრეზენტაცია ბლოგზე, ასევე ვიდეო მასალის ატვირთვა  და შესაბამისი ბმულების  შეტანა გლოგზე. მეტად საჭირო  და საინტერესო გაკვეთილი გამოგვივიდა. მადლობა მასწ.

პროექტის პრეზენტაცია

Saturday, July 1, 2017



       ტრენინგის მეოთხე დღე


         რეფლექსია
   
     დღევანდელმა დღემ მოლოდინს გადააჭარბა. მართლაც ძალაან საინტერესოდა პროდუქტიული დღე გამოდგა. ვისწავლეთ "პოვერ -პოინტში" მუშაობისა და სლაიდების, სურათების მოძიების ხერხები. ბუკლეტებიც გავაფორმეთ და მშვენიერი პრეზენტაცია გამოგვივიდა. მასწავლებელი გულმოდგინედ და მოთმინებით იტანდა ჩვენს ყოველ წაფორხილებას და თხოვნებს დახმარებაზე .მადლობა მას ამისათვის.